ჩვენი კურსი!

სულ ცოტაც და ფინალში ვართ! მე ისინი მიყვარს ! დიახ მიყვარს რადგან ისმენენ, კითხვებს სვამენ, კრიტიკულები

მაგრამ დამჯერები არიან და რაც ყველაზე მთავარია ურთიერთობენ, აქტიურად ურთიერთობენ. ერთმანეთის მიმართ გუნდურობის განცდა აქვთ, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვცემ პატივს და მიყვარს თითოეული მათგანი.              
დიდები არიან ფერადი ფანქრებით ფურცლებზე სახატავად, მაგრამ სხვა „უფრო სერიოზულ“ დავალებებთან ერთად ამასაც აკეთებენ და მაინც ხატავენ. ეს ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების კურსია , ისინი მსმენელები არიან, არ ყავთ საკუთარი დიზაინრები და ამიტომ, მაგალითად ბრენდირებაში „რეპეტიციებს „ ფერადი ფანქრებით სახლში შესრულებული სამუშაო დავალებებით გადიან. წარმატების ფერად საძირკველს ხატავენ!
            მახარებენ , მეუბნებიან - სამსახურსა და სხლში „რაღაც“ უკეთესობისკენ შეგვეცვალაო. ჰო მიხარია ძალიან , ცოტას წავიმატრაკვეცებ კიდეც ამით , ვის არ უხარია  შრომის შედეგის დანახვა? მე ხომ ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო , აუცილებლობას მათი სურვილები და ინტერესები შევუსაბამო და ასე ერთად გავხდეთ ყველა უკეთესები. სწავლობენ და შრომობენ უკეთესობისთვის , შრომობენ ვირტუალური და რეალური „ქეისებით“. „ცოცხალი ქეისები“ ასე დავარქვით იმ ლექციებს რომლებზეც სტუმრად მარკეტერი , მაჟამად (სხვა საქმეებთან ერთად) საცხობ „ Le-Meilleur” -ს ბიზნესით დაკავებული გიორგი ბუღაძე და ექიმი, „Accent Aesthetic Center“-ის ხელმძღვანელი ნათია ავალიანი გვყავდა. ჩვენმა ჯფგუფმა მათ პიარ-გეგმებზე, როგორც სასწავლო საშინაო დავალებაზე, იმუშავა და მალე დასრულებლს გადავცემთ. გვიახარია რომ გამოიყენებენ! რომ გამოადგებათ!
             აქ ყველამ იცის რომ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო , მხარდაჭერა და სიყვარული მოიპოვო უნდა იზრუნო სხვის სიამოვნებას, სიხარულსა და წარმატებაზე. ამიტომაც აქ ერთმანეთზეც ზრუნავენ, ახარებენ ერთმანეთს, სურპრიზებსაც უწყობენ და უმღერიან კიდეც. პატივსცემენ საწინააღმდეგო აზრს . ისმენენ. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რადგან არაფერი არსებობს ურთიერთობის გარეშე, ჩვენ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის მეჯენმენტს ვსწავლობთ. ვკამათობთ ყველაფერზე, არა სულ ყველაფერზე არა, მაგალითად პოლიტიკაზე არ ვკამათობთ მხოლოდ ვხუმროთ და ვიცინით. ჩვენ აუდიტორიაში კარგი აურაა. აქ ყველას ლამაზი ღიმილი აქვს! ეს პირველივე დღეს აღვნიშნე და წარმატების სიგნალად მივიღე! გაამართლა!
               მიხარია, რომ ტრეინენგზე მოდიან მაშინაც (რათქმაუნდა სხვისი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიით ) , როცა მოულოდნელად ავად ხდებიან, სკაიპითაც ერთვებიან თუ ჯანმრთელობის ხანმოკლე შეფერხება ჩვენი შეხვედრის დროს დაემთხვა. თუ ვერ მოდიან დავალებებს ელექტრონულად გზავნიან. მოკლედ ჩვენთან ზარმაცები არ არიან. ვურთიერთობთ ვირტუალურადაც, ბოლო ლექციები ჯერ კიდევ წინაა, წინაა მეგობრობა და მეტი ურთიერთობა, მეტი პოზიტივი და წარმატებები! ამიტომ მოგვიანებით კიდევ დავწერ ჩვენ კურსზე!
მე მათი მადლიერი ვარ რადგან მომცეს საშუალება კურსი შემდგარიყო. მადლობა თითოეულ მსმენელს , IBSU –ს , IBSU –ს ტრეინიგ ცენტრს, მის ხელმძღვანელს ბატონ ზვიად ფიფიას, ქალბატონ ეკა კვანტალიანს, UP-ს , UP-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ლელა აბრამიშვილს. სასიამოვნოა თქვენთან ერთად უკეთესობაზე ზრუნვა! წინ მეტი ურთიერთობა და მეტი წარმატებაა!!!
სალომე მახარაძე

11.02.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook