ბლოგ-პოსტი უკეთესობის იმედით!

        ამ პატარა ბლოგ-პოსტს პირველს ფოტოზე გამოსახულ ორგანიზაციაში გავგზავნით. გთხოვთ ნუ გვიწყენთ, ნუ  გაბრაზდებით, უბრალოდ ერთად ვისწალოთ შეცდომებზე. შევეცადოთ მოვუბოდიშოთ იმას ვისაც ეს შეზღუდვები ეხება და ვინც

ამ ფოტოთი გულნატკენია!

          დიახ მინდა ეს შეცდომა  დაუდევრობა იყოს და არა მიზანმიმართული დისკრედიტაცია უნარშესღუდულებისა, ანუ გაგვიხარდება  თუ მას ვაღიარებთ და აღარ გავიმეორებთ, სხვასაც გავათვალისწინებინებთ.  

            პირველი რაც აქ გვტკივა ისაა რომ ჩახერგილია გზა რომელიც არის! რაც გვიხარია ისაა რომ ეს გზა - ეტლით მოსარგებლეთათვის არის! მეორე რაც აქ გვტკივა ისაა რომ ვერ ვისწავლეთ პროფესიონალების შერჩევა და  ივენთებზე  „ხალხის მოყრა“ გვგონია „ივენთ მენეჯმენტი“ . ეს კი გვაზარელებს როგორც ამ შემთხვევაში!  ღონისძიების მართვა , მონაწილეთა კომფორტს, იდეურ და მორალურ გამართულობას, პროტოკოლს......და კიდევ უამრავ მნიშვნელოვან და ნიუანსურ დეტალს გულისხმობს! ვცეთ პატივი პროფესიონალიზმს ! ერთად გავხდეთ უკეთესები!

               და თუ მაინც მოგვივა შეცდომა ვაღიაროთ, მოვიბოდიშოთ, გამოვასწოროთ და მასზეც ვისწავლოთ უკლეთესობა. ჩვენი წარმატება არავის უნდა ტკენდეს გულს! უკვე მარემადენდ იქმნება ჩვენ ქვეყანაში ეს პრობლემა , სწორედ ამიტომ დავწერეთ ამაზე . ცუდია ( უკაცრავად - „ტეხავს“ )  „მოდაზე“  მხოლოდ „ფასადური“ სოლიდარობა!  კარგი და ორივე მხარისთვის სასიამოვნოა  რეალური თანადგომა ! უკეთესობის იმედით !  
თქვენი თუნუნა

07.06.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook