ჩემი ,,შოკოლადის სამსახური''

ჩემი ,,შოკოლადის სამსახური''

გამარჯობა, მე თუნუნა ვარ, UP-ბლოგ გვერდზე ხშირად შევხვდებით. UP-ი ის არის, რის გარეშეც დღეს ნებისმიერი საქმიანობა წარმოუდგენელი ან მინიმუმ წარუმატებელია. საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი და რეკლემა დღეს ყველგან და ყველაფერშია იმ დოზით და ხარისხით 

რა  ხარისხისაცაა პროდუქტი / კომპანია, როგორც განისაზღვრა,  დაიგეგმა და შეიფუთა. აი მაგალითად, მე შეფუთული კანფეტები  და შოკოლადები მიყვარს. ასე მგონია უფრო სუფთაა, უფრო ლამაზიცაა. კიდევ მიყვარს როცა შეფუთვაზე  წარწერებიც მხვდება, ჰო აბა ძველ და უვარგისს ხომ არ მივირთმევ,  მიყვარს ჩემი თავი და არც ალერგია მინდა მომცეს. მოკლედ უნდა წავიკითხო შემადგენლობა და ვარგისიანობა.  სულ სხვა გემო აქვს შოკოლადს რომელიც შეფუთულია  - აი ის გემო  შეფუთვის „შემოძარცვამდე“ მოლოდინით რომ იქმნება და  მძაფრდება მირთმევისას.

         დიახ, ძალიან მიყვარს ტკბილეული, შოკოლადიც და წარმატებაც. წინასწარ მარტო შეფუთვა კი არა შემადგენლობაც უნდა იყოს განსაზღვრული  მე თხილიანი შოკოლადი მიყვარს, ჩემნაირი ამ ამბავში ბევრია.ზოგს მწარე შოკოლადი უყვარს, ეს თქვენ მწარმოებლებმა უნდა განსაზღვროთ რა რამდენი გაიყიდება, რომელს რამდენი მომხმარებელი ეყოლება. ახალი შოკოლადი რომ გამოდის მინდა პირველმა დავაგემოვნო,   რეკლამას  ვნახავ თუ არა გავრბივარ გასასინჯად, ამ საკითხში ექსპერტობას ვიჩემებ და იმიტომ. მოკლედ ვინც კარგად განსაზღვრავს შემადგენლობას, თხილებს არ დაინანებს კარგად შეფუთავს და რეკლამითაც მაცნობებს, ან დახლზე თვალსაჩინოდ დამილაგებს  აი იმის მომხმარებელი ვარ მეც.
            ჩემი აფიც გემრიელი  შოკოლადივითაა - მწარმოებელ კომპანიასთან ერთად     საბოლოო სიამოვნებამდე და ბედნიერების შეგრძნებამდე გეგმავს, იკვლევს მერე ფუთავს, საზოგადოებას ამცნობს და ბოლოს პარტნიორთან ერთად იმარჯვებს. ოღონდ აფისთვის სულერთია შოკოლადი იქნება მისი სამუშაო ობიექტი თუ ფეხსაცმელი, ბანკი ფუნთუშა თუ სხვა. მოკლედ წარმატებაზე ორიენტირებული, გემრიელი და „თხილიანი“  კომპანიაა ჩემი აფი .............ჩემი „შოკოლადის სამსახური“.

23.07.2015

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook