მარტივად რთულზე - "რუსთავი-2" , ბოჩელი, შუფუწინსკი....

მარტივად რთულზე - "რუსთავი-2" , ბოჩელი, შუფუწინსკი....

„ივენთები“ & ქართველები ამ ბოლო დროს რაღაც განსხვავებულ ფენომენად ჩამოყალიბდა. ზოგს კონცერტის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. თანაც იმ „ზოგს“ ეს საქმე რომ იცის და კარგად გამოუვა.

დიახ „რუსთავი-2ზე“ ვწერ. აქ არ ვიხილავ ვის მოგვწონს და ვის არა. აქ მე უდავო პროფესიონალიზმზე ვლაპარაკობ. პროფესიონალიზმი ჩემი ან შენი შეხედულებით არ ისაზღვრება, მას თავისი კონკრეტული პარამეტრები აქვს და „რუსთავი -2 „ მათ აკმაყოფილებს, მით უფრო ქართულ ბაზარზე. ჰო, კიდევ, თუ არ მოგწონთ არ წახვიდეთ კონცერტზე, საერთოდ თუ არ მოგწონთ „რუსთავი-2 „ გადართეთ. ეს ძალიან მარტივია , არა ? ....... თუ არა მაშინ „მოგწონებიათ“ , მაგარი ყოფილა და ეგაა! წინააღმდეგობას არ დანებდე და შენ სასარგებლოდ გამოიყენო ესეც პროფესიონალიზმის და შემართების შედეგია! კონცერტისთვის ხელისშეშლა კი სისუტედ და „წამგებიან თამაშად“ მიმაჩნია. გინდა მოუგო ? - გააკეთე უკეთესი! გავმეორდები და ისევ ვიტყვი - აქ არ ვიხილავ იმას რა მომწონს და რა არა - მე ან შენ , არც იდეურ-პოლიტიკურ შეხედულებებს , პირიქით მათ ზედმეტობაზე ვლაპაროკ. მოწონებით აქ მხოლოდ პროფესიონალიზმის მოწონებაზე, უფრო ზუსტად მის აღიარებაზე და წარმატებისთვის აუცილებლობაზე ვწერ!

        ასეთივე „წამგებიან თამაშად „ საზოგადოებასთან ურთიერთობის არცოდნან და სისუსტედ მიმაჩნია მაგალითად შუფუწინსკის კონცერტის გამო აქციების გამართვა. ვისაც რაზე ეცეკვება და ემღარება იმას უსმენს, იმაზე ცეკვავს და მღერის , „უკაცრავად“ თუ ყველა კლასიკურ მუსიკას ვერ უსმენს. როგორც ყველა არ უნდა იყოს და ვერ იქნება პრეზიდენტი, მენეჯერი , დირექტორი, ისე ვერ მოუსმენს ყველა მაგალითად ბოჩელს. ზოგ „დირექტორს“ მოეწონება „ტაშ-ტარამტარამ“ , ზოგ მთიბავს ბახი. არ მოგწონს არ წახვიდე , უკეთესი გინდა შენი ხალხისთვის გააკეთე, დააჯერე არგუმენტირებულად, მოაწონე და ამღერე... ასმენინე... ახალისე ...ეს უნდათ მათაც. მცდარია „რუსთავი-2“-ის , ბოჩელის ან თუნდაც შუფუწინსკის გამო ადამიანები გალანძღო, შეურაცხყო, ან გართობის მიღმა მუდამ პოლიტიკური მოტივი ეძებო. ჰო კიდევ, პოლიტიკოსი რომ გემოვნების გამო მოსახლეობას ლანძღავ , შეურაცხყოფას აყენებ და მერე არჩევნებში მხარდაჭერას თხოვ ...... ცოტა ალოგიკურია , რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი თქვენგან შეურაცხყოფილმა მოქალქემ ?! ასიამოვნეთ , გააკეთეთ ის რაც მოსწონს, მოაწონეთ უკეთესი და ნახავთ რომელ კონცერტს მეტი მაყურებელი და მსმენელი და ვის მეტი ან ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება. საზოგადოებასთან ურთიერთობის და ივენთ მენეჯმენტის პროფესიულმა უპატივცემულობამ ჩვენ საყვარელ ქვეყანაში გამართული ღონისძიებების უმეტესობა აქცია სანახაობად, ოღონდ სულ სხვა სანახაობად.           საქართველოში ივენთ მენეჯმენტი სამწუხაროდ ასოცირდა ფრაზასთან „მომე ფული და გავაკეთებ... ყველაფერს გავაკეთებ “ და ზუსტად ამიტომაც ვერ გააკეთეს. დიახ ვერ გააკეთეს. საოცრებაა როცა პაატა ბურჭულაძის იუბილე, სადაც ამდენი მსოფლიო ვარსკვლავი იყო, მაყურებელს უსიამოვნო მოგონებად ექცა. ქვეყანას კი „თავი მოეჭრა“. ამ მართლაც ნიჭიერი ადამიანების მოსმენაში გარკვეული სიამოვნება უდავოდ იქნებოდა, მარგამ უმეტესად სველ ტანისამოსში, უფორ მეტიც ტალახიანში, რამდენიმე საათიანი რიგში დგომის, ჭყლეტვის, ზოგ შემთხვევაში სამოს შემოხეული ან შემოძენძილი, ზოგიც საიუბილეო- საკონცერტო ვიზუალის გარეშე, ხმის გამაძლიერებელისა და დეკორის უკან მოქცეული დიდ ვერაფერ ამაღლებულ განწყობას შეიქმნიდა. ამას ბილეთის მაღალი საფასურიც ემატება - ამ „უფასო ფულის“ პირობებში და მაღალი დონის კონცერტის ნაცვლად სულ სხვა სანახობა იქმნება. დაბეჟილი ხალხი, საპირფარეშოებში ქალბატონები და მამაკაცები ერთად იძულებით თუ ძალაუნებურად, არც ვიცი ამას რა დავარქვა, ჭყლეტვაში დაკარგული ნივთები, ბილეთის გარეშე დარჩენილი, ბილეთიანი მაგრამ მაინც გარეთ დარჩენილი ან ბილეთიანი მაგრამ უადგილო მაყურებელი. ეტლით მოსარგებლე პირებისთვის გადაადგილების საშუალება შეზღუდული. მოკლედ არც მეტი არც ნაკლები მწარე და სამარცხვინო სანახაობა!!! ფულიც იყო, მაღალი ხარისხის შემოქმედებაც, სიამოვნების მიღების სურვილიც, მსოფლიოში პოპულარული მსახიობიც წამყვანად, მაგრამ მაღალი დონის მუსიკალური საღამოს ნაცვლად მაინც მწარე სანახაობა. მძიმე ვითარებაში და არაერთ უხერხულობაში აღმოჩნდა იუბილარიც და სტუმრებიც. ყველაფერი ეს იმიტომ რომ ღონისძიებას არაპროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ. (ყველას ეს არ ეხება) იყო ყველაფერი ივენთ მენეჯმენტის პროფესიონალების გარდა და ამ „გარდას“ გამო დარჩა არაფერი იმისგან რაც უნდა ყოფილიყო. არადა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყველა ნაბიჯი , მათ შორის ეს დღეც, მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში უფასო რეკლამის გარანტი იყო საქართველოსთვის.

     მიზეზის აღიარება არ მოხდა. ითქვა ვარსკვლავებს ჩამოფრენა დააგვიანდათ , რეპეტიცია დაგვიანდა კარი ვერ გაიღოო. სასაცილოა , ღონისძიებების მართვის სახელმძღვანელოებშიც კი წერია როგორ უნდა მოიქცე, მაშინ როცა კონცერტზე მუსიკოსს აგვიანდება, და ხელი არ შეუშალო კარისკაცს მის გაღებაში, მოკლედ აიცილო თავიდან კრახი. ნუთუ ვინმე ფიქრობთ რომ მსოფლიოში ყოველდღიურად ათეულობით მნიშვნელოვანი კონცერტები და ღონისძიებები რომ იმართება იქ არაცერთი შემოქმედის რეისი არ იგვიანებს ? ....... იგვიანებს რათქმაუნდა მაგრამ იქ მენეჯმენტმა „კრიზისული სიტუაციის მართვა იცის“ და ყველაფერი გვარდება. იგივე მოხდა ოლიმპიადაზეც. მტკივა და აღარ მინდა ყველა დეტალი გავიხსენო ... მაგრამ უკუღმა დაკიდებული დროშა, ცეცხლის ანთების ან უკვე ჩაქრობის ცერემონიალი ალბათ არავის დაგვავიწყდება. არვის დაგვავიწყდება მიუხედავად იმისა ვაღიარებთ თუ არა რომ ღონისძიება არ იყო კარგად ორგანიზებული. სულერთია ცეცხლი ჩაუქვრა ოლიმპიელს თუ ჩაქრობა ანთება ასე უნიჭოდ იყო ჩაფიქრებული. დიახ სულერთია რადგან როგორც სანახაობა ეს იყო რბილად რომ ვთქვათ ძალინ ცუდი. ამ შემთხვევაში ბევრი ილაპარაკეს იმაზეც, რომ დაფინანსება არ იყო საკმარისი, მაგრამ დროშის სწორად დაკიდებას და ცეცხლის ანთებას ფული სულაც არ ჭირდებოდა(უფრო ზუსტად ამისთვის საჭირო თანხა დაიხარჯა) და ეს ჭკუას მოკლებული არგუმენტი სრულიად უადგილოა. ვწერ ამას და მრცხვენია, არ გეგონოთ , ამის წერის, არა, ამ ღონისძიებების რომლებიც სასიამოვნო ცერემონიალის ნაცვლად მხოლოდ სანახაობად შედგა. არ მომწონს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ადამიანს ვისაც საქართველო უყვარს. ცოტა მრცხვენია ყველა უცხოელის ვინც ეს ნახა და სულაც არ მინდა ჩვენი ცუდის კიდევ უფრო მეტად ტირაჟირება. მაგრამ ძალიან მინდა - ჩვენ შეცდომებს რომ ვხედავთ, ვაღიარებთ და ჯანსაღი კრიტიკაც შეგვიძლია ესეც გაიგონ.

         ალბათ „პური მეპურეს რომ გამოეცხო“ ყველაფერი კარგად იქნებოდა. „მეპურეს პურის ცხობისას“ მისი საქმის ცოდნას უნდა უმოწმებდნენ და არა პოლიტიკურ მსოფლმხედველობას და აქტიურობას ან ვინმესთან ნათესაობას . ისე ორივე ამ ღონისძიებაზე პროფესიონალებმაც იმუშავეს, და მადლობა მათ , მაგრამ ამ „სამზარეულოს“ „მთავრი მზარეულები“ ვერ აღმოჩნდნენ კარგად შერჩეული და „გადამლაშებული თუ უმარილო კერძები როგორც არ უნდა "მოერთმიათ"სხვებს მაინც უგემური იყო“ . მოკლედ პროფესიონალიზმის პატივისცემას თუ ისწავლიან „ხაზინადარები“ და „ამა ქვეყნის მაღალი გვამები“ ყველაფერი გამოვა. თავადაც უკეთ იქნებიან. აღარც უფროსის და აღარც უმცროსის შრომა არ დაიკარგება. ამ ქვეყანაშიც გამართულა და გაიმართება წარმატებით ღონისძიებები, აი მესის როგორ კარგად დავხვდით, სტადიონის მოვლაც შეგვძლებია. უშვალოდ ვიზიტს ვგულისხმობ და არა - „ბილეთების ოჩერედი „-ს. აღლუმებსაც ვმართავდით ( უჰ აქ როგორ ვიმატრაკვეცებდი , მგრამ უხერხულია ...  ). არჩევანი ყველაფერში თავისუფალია ! უკეთესობისთვის უნდა დავინახოთ შეცდომები! ეს მარტივია! ეს კარგია! წარმატებები შენ , მე, ჩვენ !!!!!!!!!! ადამიანო მე შენ შენი ბოჩელით, შუფუწინსკით, ბახით და „დშნ-ნნთიც“ მიყვარხარ!!!!
სალომე მახარაძე

30.08.2015

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook