უკანასკნელი დოლარი PR-ში!!!
უკანასკნელი დოლარი რომ მქონდეს მას პიარისთვის (საზოგადოებასთან ურთიერთობა) დავხარჯავდი! - ეს ბილ გეიტსმა თქვა ! კიდევ რა თქვა და გააკეთა უჩემოდაც იცით, იცით იმიტომ რომ მან საზოგადოებასთან ურთიერთობა კარგად ააწყო. სასარგებლო საქმე გააკეთა და მოიტანა ჩვენამდე. ჰო, და „მილიარდებიც“ გააკეთა.
ჩვენებურად რომ ვთქვათ კარგმა მთქმელმა კარგი გამგონი იპოვა. საზოგადოებამ ის აღიარა. მცდარია - „ყველაფრის პიარი არ შეიძლება“, სწორია - „ყველაფერს უნდა ქონდეს პიარი“. „პიარი“ - კარგი სიტყვაა, უფრო ზუსტად აბრევიატურა - PR, რაც გულისხმობს Public Relations-ს ქართულად ითარგმნება, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობა და არა “ტელევიზორში გამოჩენა“ - როგორც ეს ბევრს გონია სამწუხაროდ. საზოგადოებასთან ყველა უნდა ურთიერთობდეს. არჩევანი როგორც ყველაფერში აქაც თავისუფალია. თუმცა, ის რომ ჩვენ, ჩვენი პროდუქტები, მოხმარების საგნები, ყველა ყველაფერთან ერთობლიობაში საერთო საზოგადო ცხოვრებას ვქმნით უდავოა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ტოლერანტობისთვის იბრძვის დღეს სამყარო, საზოგადოება მაინც არის დაყოფილი გარკვეული ნიშნის ჯგუფებად, სოციუმებად. მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა სრულიად რომ არ უწევდეს ასეთი ადამიანები არ არსებობენ, ან თუ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით, ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობენ. ასეთი ურთიერთობის არმქონეებში (ნაწილობრივ) შეიძლება ჩავთვალოთ ასკეტები, ზოგო იმ ადამიანებსაც თვლის ვისი ურთიერთობაც თვითონ ფართო საზოგადოებისთვის არის საშიში და დროებით იზოლირებული არიან. თუმცა ესეც ზერელე გამოყოფაა, ასეთი ხალხის სია დიდი არ არის და მათი მდგომარეობაც გულისხმობს საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებთან კავშირს ან წინასწარ განსაზღვრულ პოზიციონირებას სოციუმის მიმართ. თავის მხრივ პოზიციონირება გულისხმობს დროსა და სივრცეში კონტაქტის ნებით შეზღუდვას ან შემდგომში უკეთესი დამოკიდებულების შესაქმნელად დროებით, შეიძლება იძულებითაც, განცალკევებას. ეს მხოლოდ დროებითი და სპეციფიური შემთხვევები, დანარჩენი ყველა და ყველაფერი არსებობს, არის, ცხოვრობს საზოგადოებაში აქტიურად. ამდენად ავად თუ კარგად, მეტად თუ ნაკლებად, ¬¬¬¬ურთიერთობს საზოგადოებასთან. მივედით იქამდე, რომ პიარი ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაღაც დოზით არის და საჭიროა ყველგან და ყველასთვის, აქ ოღონდ არაპროფესიულად. ერთგვარი არაპროფესიული პიარია სოციალური ქსელებიც. პრეფესიულად კი გაცილებით უფრო ფართო არსსა და განსაზღვრებასთან გვქვს საქმე. ამაზე აქ დიდად არ შეგაწყენთ(ეს პროფესიონალების საქმეა და ასე მოკლედ არც ითქმის) . მაგრამ ყველა შემთხვევაში „პიარი“ კარგი სიტყვაა, თან ძალიან კარგი, დადებითი შინაარსის მატარებელი, უბრალოდ ხშირად მას არასწორად იყენებენ. „ყველაფრის პიარი არ შეიძლება“... , „ამდენი პიარი რა უბედურებაა“... - ამ ფრაზებს ისინი ამბობენ ვისაც უბრალოდ ეშლება, ერთმანეთში ერევა პიარი და მაგალითად ტელევიზორის ეკრანზე ან ჟურნალ-გაზეთებში „გადამეტებით“ გამოჩენა. პიარი კარგია და ბუნებრივია ის უნდა იყოს „თეთრი“, მაგრამ არსებობს „შავი პიარის“ მცნებაც. ეს ის შემთხვევაა როცა გარკვეული პირი ან ჯგუფი სხვის ურთიერთობას საზოგადოებასთან განგებ აფერხებს ან უარესი აფუჭებს. „შავი პიარის“ სპეციალობა არ არსებობს. ეს დაახლოებით ისეა ექიმმა რომ ძალიან კარგი წამალი საწინააღმდეგო დანიშნულებით მიზანმიმართულად გამოიყენოს და პაციენტი დააზარალოს. ამით მოწინააღმდეგე მოიშოროს ან უბრალოდ ფული იშოვოს. თუ ჩვეულებრივ საზოგადოების ნებისმიერი წევრის ცხოვრებაში პიარის ელემეტები არის და ისინი პერსონის, ხასიათის, ეტიკეტის, უნარ-ჩვევების და განათლების დონის მიხედვით მეტი ან ნაკლებია, როგორც სპეციალობა საზოგადოებასთან ურთიერთობა სრულიად არ არის ზოგადი და არც მხოლოდ დროს და გამოცდილებას მოაქვს, როგორც ეს ზოგჯერ გონიათ. მას თავისი მკვეთრი ნიშან-თვისებები და სტრუქტურაც აქვს, მოითხოვს შესწავლასა და ძალიან ბევრ კრიტიკასაც. მასზე ბევრი მეცნიერი მუშაობდა და მუშაობს, ის საკმაოდ ცოცხალიორგანიზმია. საჭიროა ხანგრძლივი და ძირფესვიანი შესწავლა, შემდეგ გამოცდილება იმისათვის რომ პიარის სპეციალისტი გერქვას. პიარისადმი ზერელე და ხშირად არასწორი დამოკიდებულება თვითმარქვია ვითომ სპეციალისტების „დამსახურებაა“. ეს ის ადამიანები არიან ვისაც პიარი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ტელევიზორის ეკრანზე ან ჟურნალ-გაზეთებში, ა.შ... ხშირად გამოჩენა გონიათ, ოღონდ სხვა მსგავსი მცდარი შეხედულებების მქონე პირებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ იმის პრეტენზიაც აქვთ, რომ ამის კეთება შეუძლიათ. დღეს ტენდეციად იქცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების იმ პირებისთვის ჩაბარება, ვინც უბრალოდ საზოგადოებრივად აქტიური ცნობადი სახეა. ეს ცუდია, მათ უმეტესობას სინამდვილეში ამ სამსახურის არაფერი გაეგება, უბრალოდ არ უსწავლია. პოპულარობა კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად წარმოებისთვის ბუნებრივია არაა საკმარისი. კიდევ უარესი, მარტივად რომ ვთქვათ პოპულარული პიროვნებები, რომლებიც პიარს როგორც სპეციალობას არ ფლობენ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს ხელმძღვანელობენ, არაპროფესიონალები არიან და საქმეს მხოლოდ აზარალებენ. ისინი და მათი ცნობადობა პრომო პერსონების სტატუსით მომგებიანი მხოლოდ პროფესიონალის ხელშია. პოპულარული შეიძლება ცუდიც იყოს, ამაზე უკეთეს შემთხვევაში კარგი მაგრამ კონკრეტული სიტუაციისთვის სრულიად „უმისამართო“. ნათელია, ის რომ კარგი მსახიობი ხარ ,ან კარგი ლექსები დაწერე და ამით პოპულარული გახდი, არ ნიშნავს რომ პიროვნების, კომპანიის ან სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირებას შეძლებ, მას სტრატეგიულ დონეზე განსაზღვრავ და განახორციელებ. ამიტომ, ვისაც უნდა რომ იყოს წარმატებული, მისი ესმოდეს საზოგადოებას, მომხმარებლამდე მიიტანოს საკუთარი პროდუქტი, შექმნას პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნის განწყობა ზოგადად მოსახლეობაში, საზოგადოებაში ან კონკრეტულ ჯგუფებში, მოიპოვოს მხარდაჭერა - უნდა იზრუნოს იმაზე რომ ყავდეს პროფესიონალი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ხშირად ჟურნალისტიკას და ჟურნალისტსაც ურევენ პიართან და „პიარშიკთან“. ეს პიარის ერთრთი კომპონენტის მედიასთან ურთიერთობიდან მოდის. პრესსამსახურში ხშირად მუშაობენ ჟურნალისტები და ეს სტრატეგია, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ძალიან ამართლებს. ამ ადამიანებს „ბარიკადის“ მეორე მხარის დგომის გამოცდილება აქვთ, რაც ეხმარებათ ურთიერთობის რეგულირებაში. თუმცა პრესსამსახური ანუ მედიასთან ურთიერთობის სამსახური არ ნიშნავს პიარს , რაც დასახელებითაც ადვილი მისახვედრია. ამ შემთხვევაში ურთიერთობა მედიასთან გაცილებით უფრო ვიწრო სფეროა ვიდრე ურთიერთობა საზოგადოებასთან. მართალია მედიაც ამისთვის გინდა, და ეს უმთავრესი ბერკეტიცაა იმისა რომ ფართო მასებს მიაწვდინო ხმა, თუმცა ის უმძლავრესი მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი მიმართულებაა. ადამიანი და საზოგადოება არის და უნდა იყოს ყველასთვის, ყველაფერში ამოსავალი წერტილი. ადამიანების თანაცხოვრება და ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას. ბუნებრივია , როგორც ცალკეული პიროვნების, ისე კომპანიის, ჯგუფის თუ სახელმწიფო სტრუქტურის საზოგადოებასთან ურთიერთობა იმდენადაა წარმატებული, რამდენადაც სწორად დაგეგმილი და განხორციელებული. ურთიერთობა ორმხრივ (ან მეტ) კავშირს, დამოკიდებულებას და ინტერესებს გულისხმობს. როდესაც პიარის სპეციალობით მუშაობ უნდა იცოდე რომ შენი ამოსავალი წერტილი ორივე მხარე ერთნაირადაა. წარმატებისთვის „გასაპიარებელი“ ობოექტის ვალდებულებაა სპეციალისტის სწორად შერჩევა და მისთვის ნდობისა და მოქმედების მანდატის გადაცემა. (რა თქმა უნდა ნდობა არ ნიშნავს შედეგის და გეგმის გადაუმოწმებლობას). „პიარშიკმა“ კი ამ მანდატზე დაყრდნობით იგივე ანუ ნდობა უნდა მოიპოვოს მეორე მხარესთან - საზოგადოებასთან, საერთო ინტერესები იპოვოს ან შექმნას, უბრალოდ პოპულარობა კი არა ნდობა და კეთილგანწყობაა მიზანი. თუ ეს “ ხიდი“ აიგო მაშინ ურთიერთობა და წარმატება გარანტირებულია. ამ „ხიდზე“ ისევ ჩვენ დავდივართ და მისი ხარისხი და გამძლეობა კეთილსინდისიერ პროფესიონალზეა დამოკიდებული. არ გაიაროთ თუნდაც ლამაზ მაგრამ უხარისხო ხიდზე! ეს სახიფათოა! უფრო სახიფათოა ვიდრე „გაღმანაპირზე“ დარჩენა ! სწორად დახარჯეთ თუნდაც უკანასკნელი დოლარი! ნამდვილი „პიარშიკის“ პროდუქტს ყოველთვის აქვს ” საგარანტიო ფურცელი“!!!!!!
16.09.2015

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0122. დ.აღმაშენებლის გამზ.179ა
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge

Facebook