ინფლუენსი ტრენდია , რეალობაა თუ ტრენდული რეალობა ?

რატომ გახდა ყველაფერი „ინფლუენსი“ ან ინფლუენსერი“ ??? ცოტა ავირიეთ .....ასე გვჩვევია , ეს ჩვეულებრივი ამბავია , ჰო და მარტო ჩვენ ან დაგვმართნია . ვცადოთ მარტივად გარკვევა ,  რა არის? არის თუ არა ინფლუენსინგსა და

რეკლამას შორის ზღვარი ? ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია თუ კვეთს ერთმანეთს ? მარკეტინგული ხრიკია თუ გაყიდვის მეთოდი ?

ინფლუენსი გავლენას ნიშნავს ინფლუენსერი გავლენიან პერსონას  ინტერნეტ მატარებლებსა და  სოც ქესელებში,  ეს ის ადამიანიები არიან ვისაც გამომწერი, მხარდამჭერი, მომწონებელი, მნახველი  ყავს ბევრი. აუდიტორიის სიდიდე პირდაპირპროპორციულია პოპულარობის. პოპულარობა თავის მხრივ ნიშნავს  ან კეთილგანწყობას ან მინიმუმ ინტერესს.  ეს ორივე  კი  ფართო აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანის შესაძლობას.

როდის ვიყენებთ გავლენას ?  რატომ?  და  რას ვიღებთ ? მოდით ტრიფონის   მაგალითზე ვნახოთ.

თუ ტრიფონი ცნობილი პიროვნებაა და ის ფოტოზე , პოსტში , ვიდეოში ... ამბობს ან/და გვანახებს პროდუქტს და გვამცნობს რომ ის კარგია ჩვენ ადვილად ვხვდებით რომ ეს (მეტად სავარუდოთ )  რეკლამაა. ეფექტურია როცა პროდუქტს ცნობილი ადამიანი იყენებს,  მით უფრო თუ ირგებს მას, მისი აუდიტორია ნახავს პროდუქტს ეს რეკლამაა და მას უდავოდ აქვს  ეფექტი (ეფექტურობის ხარისხი დამოკიდებულია რეკლამის როგორც პროდუქტის ხარისხზე). აქ ჩვენ ვიცით რომ ტრიფონმა გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ „პროდუქტი მოირგო“.  შედეგი კი ისაა რომ    მიმდევარ/გამომწერებმა ნახეს პროდუქტი, ის დადებითად ასოცირდა მათში და დაიმახსოვრეს კიდეც. ეს არის პოპულარული, შესაბამისად გავლენის მქონე ანუ „ინფლუენსერ“ პერსონის მეშვეობით, პროდუქტის  პოპულარიზაციის -  რეკლამირების მეთოდი.

რატომ არ ქვია ამას უბრალოდ რეკლამა ? და თუ ქვია მაშინ „ინფლუენსი“ ახალ ხილად რატომ შემოგვასაღეს ? მოდით ახლა ეს ვერსია ვნახოთ : თუ ტრიფონი თავის მორიგ აქტივობას აქვეყენებს და სულაც არ ამბობს პროდუქტზე კარგია, მას მაშინაც ბევრი მიმდევარ/გამომწერი ყავს, რეკლამის ეფექტიც მოხსნილია და „გუშემატკივარი“ უფრო დაინტერესებულიცაა. ვთქვათ ჩვენი ტრიფონი კალათბურთელია და გამოაქვეყნა ფოტო მის „ახალ გოგოსთან“ ერთად როგორ ვარჯიშობს, დარბის დილით სუფთა ჰაერზე .  ეს სულ სხვა ინტერესის ამბავია ..... ყველაფერს აკვირდება მიმდევარ/გამომწერი და ფოტოზე აშკარად ჩანს რომ ტრიფონს და მის გოგოს ერთი ბრენდის „ტატარატატას“ სპორტული ფეხსაცმელი აცვიათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია რაღაც ეცმევათ სარბენად გასულებს. მაგრამ, ჯერ ერთი ის აცვია თვით ტრიფონს მეორე მის გოგოსაც კი და მესამე  დამოკიდებულება „ტატარატატას“ მიმართ აშკარად პოზიტიურია, კალათბურთელმა  ხო იცის რით უნდა ირბინოს?!  ეს არის ტრიფონის გავლენის „ინფლუენსის“ ხარჯზე „ტატარატატას“ გავლენა  -  „ინფლუენსი“.   როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს  პოპულარიზების  ეს მეთოდი    ბევრად უფრო ეფექტურია გავლენის თვალსაზრისით ვიდრე პირდაპირი  ტიპის რეკლამა.  

ამ შემთხევასაც ვუძებნით ანალოგს ტრადციულ რეკლამაში ე.წ. „ფლეისმენტი“, როცა რაიმე აქტივობაში პროდუქტი აქცენტირებული არ არის მაგრამ  თითქოს „შემთხვევითობის „ პრინციპითაა გამოყენებული.  ეს შემოვლითი რეკლამის გარკვეული სახეცაა მას გადაცემებში და ფილმებში იყენებენ ხშირად .

მოკლედ ინფლუენსი / გავლენა პროდუქტის პოპულარიზებასთანაა კავშირში, ამიტომ დგას რეკლამასთან ძალიან ახლოს.  ეს არის თავისთავად  კონკრეტული პროდუქტის გარეშე  პოპულარული „ტრიფონის“ გავლენის და აუდიტორიის გამოყენება პროდუქტისთვის. ის გაცილებით  უფრო ეფექტურია და ნამდვილია როცა რეალურ ყოფიერებასთან სრულად ადპტირებული და ბუნებრივია.  უკეთესია და უფრო ნამდვილია  ვიდრე პირდაპირი რეკლამა ანუ იმის თქმა რომ ტრიფონს ძალიან მოსწონს რაღაც. აქ ასჯერ გაგონილს რომ ერთხელ  ნანახი ჯობია დაახლოებით ის ეფექტია.  ამ შემთხვევაში არ ჩნდება  ეჭვი რომ მოწონება და  ამაში მიღებული გასამრჯელო ერთმანეთის საპირწონეა და დამაჯერებლობა იმატებს.

ინფლუენსაც აქვს მისი საზღვრები თუ მაგალითად ტრიფონი ყოველდღე გეტყვით ამა თუ იმ პროდუქტზე რომ ეს კარგია, ის კარგია, ისიც კარგია ......ის სანდოობას დაკარგავს.  თუმცა მათ პოპულარიზებას გარკვეული დროით მაინც   მოახერხებს და პოპულარობასაც  „სხვა“ დამსახურებისთვის შეინარჩუნებს.

 ინფლუენსი გავლენაა და ის ამიტომ არის აქტუალური PR-ს და მარკეტინგში,  ეს პოპულარიზების და უკეთეს შემთხვევაში კარგი გაყიდვის გარანტიაა. და თუ ტრიფონივით თქვენც ირბენთ სუფტა ჰაერზე დილით კომფორტული  „ტატარატატათი“ რას დაეძებთ ტრენდია თუ ტრენდული რეალობა ?!

სალომე მახარაძე
24.02.2020

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook