სოცქსელები და covid-19

სოც. ქსელები ლუსტრაციად იქცა!

როგორ გამოვიყურებით გვერდიდან თუ შევხედავთ ?!

ვართ ამ ჯგუფებში ? - სად? .....გამოწვევასთან ყველა ერთია !

ახლახანს დავიწყვეთ ამ მიმართულებით კვლევა ,

მაგრამ როგორც ყველაფერი ისე ჩვენი მიმართულებაც შეცვალა covid-19 –მა, ის გახდა მთავარი  თემა. კვლევის შესახებ ვერ, მაგრამ კვლევით  გამოკვეთილ ზოგიერთ რეალობას ოდნავ ლირიულად მოგიყვებით:

1)უმცირესობაშია ის ვინც ზომიერად ბალანსირებულად წერს საფრთხეზე, მძიმე რეალობაზე , ტრაგედიაზე, ოპტიმიზმზე , სიფრთხილეზე ნებაყოფლობით და სავალდებულო იზოლაციაზე და ამასთან ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საკუთარი და მისთვის საინტერესო ფოტო თუ ტექსტური „პოსტების“ გამოქვეყნებას. მათ იწონებენ აღიარებენ - ასეთები უმეტესად კარგი განათლების მქონე,  რეალიზებული მოქალაქეები არიან.  

2)განსაკუთრებით მოიმატა პოსტების პლაგიატმა , პოპულარულ თემებს ბევრი ნახვა და მოწონება აქვს , ამდენად მათი სკუთრად გასაღების შემთხვევებიც ბევრია  - ამას ძირითადად საშუალო სოციუმის, დაბალი ინტელექტის და იზოლაციისგან ბოლო დროს გააქტიურებული  მოქალაქეები აკეთებენ.

3)  მომრავლებული (სამწუხაროდ)  და გააქტიურებულია  ვირტუალური ფანების/ფანატიზმის  ის კატეგორია რომელიც სოც ქსელებით „ნადირობს“ ადამიანებზე. ის დაბალი სოციალური ფენა, რომელიც სხვის ვირტუალურ სიკეთეებში (რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს კიდეც რეალობას, შეიძლება არა)  ეძებს პარტნიორს ან სულაც მომავალ  „ბედს“. მოკლედ სხვისი  ფოტოებით, პოსტებით და  გამოქვეყნებული წარმატებებით საკუთარი პირადი ცხოვრების აწყობაზე ორიენტირებული ინტერნეტ „პრინც“ „პირნცესები“,  რომლებსაც პიროვნება სულაც არ აინტერესებთ ..... ის „რაღაც სიკეთეები „ უნდათ თავისთვის და მორჩა - ეს კატეგორია განსაკუთრებით აქტიურია, თანაც მათი „სანადირო“  ველი ამ პერიოდში  გაიზარდა  -  უფრო დატვირთულია ქსელები  და სხვათაშორის  მრავალმხრივ ფრონტებსაც არ უჩივიან. საყოველთაო საკითხებზე ისე  „მოდაზე“ ცოტას დარდობენ/წერენ  ესენიც - ასეთები უმეტესად განათლების და თვითრეალიზების პრობლემის  მქონე მენტალუად დაბალი სოციუმის წარმომადგენლები არიან.

4)სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებში  მოიმატა იმ კატეგორიამ რომელიც საერთო კეთილდღეობაზე ზრუნავს. მაგალითად „რჩება სახლში „ და ამას მოუწოდებს სხვასაც , ფრთხილობს მაგრამ საბედნიეროდ არ პანიკობს. ლოგიკაზე  დაყრდნობით  ცდილობს საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვაში  მშვიდად აიყოლიოს სხვა - ეს უფრო წიგნიერი,  განათლებული, რეალიზებული და ნამდვილ წარმატებაზე დაყრდნობილი პოპულარობის მქონეთა  კატეგორიაა.

5) სოციალური ქსელების სპეციფიურ „ქართულ“ ჯგუფად იქცნენ ის ფანატიკოსები ვინც რწმენას, ღმერთს  და ყველას პირშიგამოვლებულ კოზვს  და მღვდელს ერთმანეთში ურევს. ასეთები უმეტესად სრულიად გაუნათლებლები, უინტელექტოები არიან. უნდა ითქვას რომ მათ განსაკუთრებით უტევენ და აკრიტიკებენ ის მორწმუნეები ვისაც მიაჩნია რომ რწმენა საკუთარ ცნობიერშია და ღმერთი ყველგან და კოზით ზიარებამდეც იყო და იქნება ყველასთვის მოწყალე. ამავე კატეგორიას ხშირად უტევენ ათეისტებიც  ისინი ასეთებს  უფრო აბუჩად იგდებენ.

6)აქ კიდევ ერთი ქვეჯგუფია  ისინი ვინც „მეტი ტუჩის „/“მეტი კუნთის“ ფოტოებს და სასულიერო პირების ქადაგების ამონარიდებს მორიგეობით დებენ/აქვეყნებენ - აქ ნაკლები განათლების  და ინტელექტის მქონე კატეგორია ერთიანებდა რომელიც ყველა სხვა კატეგორიაზე უფრო მეტად კარგავს მხარდამჭერ მომწონებლებს.

7)ისინი ვინც „არამქვეყნიურ“ „მეპეპლეებში“ იყვნენ, ანუ ვინც  მუდამ ფერად და პოზიტიურ სტატუსებს ავრცელებს  მხოლოდ, ახლაც ინარჩუნებენ ამ ტენდენციას , მხოლოდ დაკვირვება აჩვენებს რომ ნელნელა ამ კატეგორიის ნაწილს  ზედმეტი  „უდარდელობა“ რეალობას  წყვეტს. აკლდებათ მიმდევარ/მომწონებლები ....... - ასეთები განათლებით , თვითრალიზებით და ინტელექტით საშუალო კატეგორიაა.

8) ისინი ვისი უდარდელობაც მავნებლობაში გადადის - ასეთები ამბობენ რომ არ ეშინიათ , რომ მათ ვერ მოერევა კორონა რადგან (პირობითად) დიდი ყანწი და ჭაჭა აქვთ - ეს დაბალი  სოციუმი და როგორც კვლევა აჩვენებს უფრო მშიშარა ხალხია .

9)სიკეთის კატეგორია - ეს ის ახალი ჯგუფები და გააქტიურებული ინდივიდები არიან ვინც  ცდილობს COVID-19 -ით გამოწვეულ პრობლემებში მოქალქეებს დაეხმაროს, ასეთები თავისი აქტივობის ზოგად კატეგორიაში რჩებიან,  მაგრამ განსაკუთრებით აქტიურები არიან საერთო პრობლემის მოგვარებაში - აქ უფრო მაღალი ინტელექტის და  განათლების ადამიანები ერთიანდებიან,  მათშორის გამოცდილების და გამოუცდელობის და ასაკის მიუხედავდ .  - ეს  ჯგუფი ძალიან სწრაფად მზარდია!

10)  პოპულისტები -  ზოგი ნადვილად ხალასი ზოგი კი მხოლოდ პოპულარობისთვის .......ისინი მხარდამჭერებს და მომწონებლებს აგროვებენ -ასეთები ყველა ტიპის სოცუმში არიან , მათშორის სხვადასხვა  განათლებისა და ინტელექტის მქონენიც, პოზიტიურებიც და ნეგატიურებიც.  პოპულარობა ისევ მიმზიდველ თემად რჩება ყველასთვის !

 

ეს ის ძირითადი ათი კატეგორია რომელიც მკვეთრად გამოიკვეთა ქართულენოვან სოციალურ სივრცეში და მარტივად ამოსაცნობია. პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე მოდავე-მოჩხუბრებიც გაიზარდნენ,  გააქტიურდნენ. თუმცა იმატა ერთმანეთის გამხნევების, მეგობრობის, მადლიერების და პატივისცემის პოსტებმაც. თვისთავად მედიცინა და მასთან ერთად სხვათშორის მისტიკაც პოპულარული თემები გახდა. ოჯახური ცხოვრება უფრო დემონსტრირებადი. განსაკუთრებული ტენდენციაა  რომ გამომწერები,  განათლებისა და პროფესიონალიზმის მქონეებსაც ემატებათ სკმაოდ სწრაფად. „ღლიცინიც“ ისევ მოდურია, ჭორებიც! იგრძნობა მეტი მადლიერება განსაკუთრებით მედპორსონალისადმი, მეტი კრიტიკა დაუდევართა -იზოლაციის დამრღვევთა  მიმართ! ემოციური ფონი ისეთი მაღალია როგორც არასდროს,  შიში და სიფრთხილე ხშირად ერთამენთში ირევა,  მაგრამ უმეტესობამ იცის და ახსოვს რომ ახლა პოზიტივი განსაკუთრებით საჭიროა და ცდილობს ის გასცეს !

სოცქსელებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა!

კვლევა გრძელდება .........

ადამიანი მთავარი ღირებულებაა, ახლა გამოწვევის წინაშე ყველა ერთნი ვართ, რომელ ჯგუფშიც არ უნდა ვიყოთ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ, იმის მიუხედავად ვაცნობიერებთ თუ არა ამას.  ამიტომ ურთერთგაფრთხილება ,  თვითდისტანცირება და იზოლაცია ახლა ყველას სამოქალაქო და მორალური ვალდებულებაა!

აქამდე პარადოქსული იყო ახლა სიშორე სიახლოვეს და ერთიანობას ნიშნავს !

მშვიდად განისვენონ COVID-19 -ით გარდაცვლილებმა ,

თანაგრძნობა მათ ოჯახებს და გულშემატკივარს,

ჯანმრთელობა, რწმენა , სიფრთხილე და გამძლეობა მსოფლიოს !

მადლობა და პატივისცემა საგანგებო სიტუაციაში სავალდებულო ყველა სამსახურს!

 

20.03.2020

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook