აუცილებლად უნდა ვისწავლოთ - გვიყვარდეს უფრო

ის ადამიანების წართმევით გვასწავლის ადამიანის ფასს! სასტიკი და მკაცრი მასწავლებელია ......არ ვიცი ვინ მისცა ასეთს სწავლების უფლება !

მაგრამ

მაინც მისგან უნდა ვისწავლოთ !

იმ დღეებში როცა საქართველოს კორონა ესტუმრა მე ამხანაგი წამართვა მავნე სხვა „ღამურამ“ , აი ასე მოვიდა რაღაც უცნობი და  თავზე დააჯდა , ხელს ვუქნევდი ვცდილობდი შემეშინებინა მგარამ ჩემმა  ამხანაგმა  შორს გაიწია - კარგად მიმასაჟებს და აცადეო!  იმ დროს სიამოვნებას გრძნობდა და მოსწონდა,  თავს ზემოთ  კი ვერ ხედავდა  რა საშინელება ეჯდა, ვერც იმას აცნობიერებდა რომ ინფიცირდებოდა . ვუყურებდი....ხან მაინც ვუქნებვდი ხელს ......, სიმპტომებს ვხედავდი გვერდიდან და ვეუბნებოდი, ვეჩხუბებოდი,  ერთ-ორს საშველადაც დავუძახე , მაგრამ აცადე თავის თავიაო. მიკვირდა,  ახლაც მიკვირს, როგორ უნდა აცადო მას ვინც  შენთვის ძვირფასია ასე მოწამვლა, როგორ უნდა მისცე უფლება ღამურას ვირუსი ასე წამიერი მოტყუებით უხვად შეუყვანოს................... ის დაინფიცირდა და თქვა რომ ახლა მხოლოდ ამ მასაჟებით , მხოლოდ სიამოვნებისთვის იცხოვრებდა,  აღარ იმეგობრებდა მასთან ვინც ღამურას კარგ მასაჟისტად არ აღიარებდა, საერთოდ იცხოვრებდა სიამოვნებაში და იღიღინებდა .............   

საოცრად დამწყდა გული ...........  ტკივილი და იმედგაცრუება ვიგრძენი ვიფიქრე რომ შევცდი თავის დროზე მეგობრის არჩევაში..........წარსული გამოცდილება სხვას მეუბნებოდა ...... ............... მანაც ხომ საოცარი გულშემატკივარი დაკარგა

სხვა მეგობარს სხვა ღამურამ თანამშრომელი წაართვა ......აი იმას უბრალოდ უსაქმურობა და განცხრომა მოუნდა .......

კიდევ სხვას აზარტულს,  აზარტულმა ღამურამ წაართვა ამხანაგი .........

სანამ ამაზე ვფიქრობდი ვირუსმა ყველა ჩაგვკეტა  ......სხვა ღამურაზე გაგვაბრაზა ....სხვა უფრო ვერაგი ღამურა ჩააფრინდა ადამიანებს ........ჩემმა მეგობარმა  ვეღარ იღიღინა ....თუმცა განცხრომას ცოტა ხანს  მაინც დემონსტრირებდა........მერე ვეღარ , საერთო სატკივარმა გადაფარა. ჩემი ახანაგის მეგობარიც ისედაც  ვეღარ იმუშავდება ........ ყველა  ღამურამ თავის გამოვლენა დაიწყო.  მე არ ვაღიარებდი მაინც ღამურას .......ახლა ზუსტად ვიცი რომ არსდროს ვაღიარებ. არსდროს ვაღიარებ მას ვინც სხვას მეგობარს, ღირებულებებს  ართმევს.....  ახლა როცა ფიქრის მეტი დროა, ახლა როცა ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ფიქრმა ყველა მოიცვა უფრო უკეთ ვხდები რომ მეგობრის თავში ჩაფრენილი „ღამურა“ უნდა გააგდო, ყველაფერი უნდა ქნა მისი ბედნიერებისთვის................. ადრე თუ  გვიან გაიგებს, დაინახავს .......ნუ თუ არა შენ მაინც უნდა გააკეთო,  თორემ გვიანი იქნება და ინანებ.  აი  ზუსტად ისე როგორც ამ  სხვა „საყოველთაო ღამურების „  შემთხვევაში  ისე მოწამლავენ და დაგვიანდება .......... ვაქცინა  პროფესიონალიზმში,  ერთგულებაშია , პრინციპულობაშია, პრობლემის აღიარებაშია .........  მერე რა თუ ჩხვლეტა მტკივნეულია ის გადაარჩენს.  მერე რა თუ მისი დროებით განცხრომილ-გაყეყეჩებულ-გამოშტერებული თავი მისია, დედამიწა ყველასია და ყველა ერთამანეთისთვისაა, იზოლაციაც კი ერთიანობას მოითხოვს... ...მისი თუ ვერა ჩინელის ნაჭამი ღამურა დაამტკიცებს ამას. სარკე უნდა მიუტანო და უნდა დაანახო   ! უნდა უშველო ..... ესეც კორონაა რომელიც ჩვენ ყოველდღიურობაში გვხვდება, რომელიც მეგობრებს, ოჯახისწევრებს გვართმევს........ვერაგი მტაცებელია , ცოტა აფერისტი,  ცოტა პროვინციელი  ჩვენ ხან  ბოროტებას ვეძახით, ხან ღამურას, ხან ამჩატებას, ხან შეცდომას ხან და უფრო ზუსტად კი მაშინ როცა საყოველთაო ხასიათს მიიღებს კოვიდ-19-ს იგივე კორონას.

ვფიქრობ ერთიმხრივ აგრესიული , მეორე მხრივ თბილი , კიდევ სხვა მხრივ მზრუნველი , კიდევ სხვა მხრივ გააზრებული  ქმედებით ჩვენ მას დავამარცხებთ , იქნებ დიდი გველეშაპის დამარცხების მერე  პატარა „მასაჟისტი ღამურებიც“ დავძლიოთ. იქნებ ყველამ ისწავლოს ჩაფრენამდე ხელის აქნევაც და ღამურის ცნობაც , იქნებ უფრო გიყვარდეს ადამიანი! ........ იქნებ ????? აუცილებლად უნდა გვიყვარდეს უფრო !!!!!!!
 
სალომე მახარაძე 

24.03.2020

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179 გრ.აბაშიძის 4
ტელეფონი : (+995) 571 70 30 30
ელ.ფოსტა: info@up.ge, up@up.ge
ვებ გვერდი: www.up.ge

Facebook